top of page
49949582_2293995150858131_3279071384327684096_n.jpg

აფხაზეთი და სოჭი, კონფლიქტის ფესვები, 1918-1921

Copyright © 2016 by Andrew Andersen

All rights reserved.

 

Eaglehead Publishing.

 

ISBN: 978-1540592101

 

 

 

No part of this book may be reproduced or transmitted in any form or by any means; graphic, electronic, or mechanical, including photocopying, recording, taping, or by any information storage retrieval system, without the written permission of the publisher/author.

 

ინგლისურიდან თარგმნა მერი ბიწაძემ

რუკები: ენდრიუ ანდერსენი და გიორგი ფარცხალა­ძე

 

ფოტოები წარმოადგინეს: კატი ალბერტსმა, ირინა ამილახვარმა, იური ჩიქოვანმა, პაატა ქურდოვანი­ძემ, იგორ სტეპანოვმა და ლევან ურუშაძემ

გადახდის შემდეგ მიიღებთ თქვენს პაროლს
წიგნის ხელმისაწვდომობა

ეძღვნება ჩემს მშობლებს

და თომას კ. ლარკინს

შესავალი

 

„რატომ მაინცდამაინც აფხაზეთი?“ - შეიძლება გაკ­ვირვე­ბით იკითხოს ჩვენმა მკითხველმა. რით დაიმსა­ხურა ამ ერთი ციცქნა ანკლავმა სამხრეთ კავკასიის გა­ნაპირას ასეთი ყურად­ღება მისი ისტორიის შესწავლი­სადმი იმ დროში, როცა ჰორიზონტზე გლობალური კონფლიქტების ღრუბლები ჩა­მოწვნენ? პასუხი მარტი­ვი და პირდაპირია: აფხაზეთი ერთ-ერთი იმ ცხელ წერტილთაგანია, სადაც ერთმანეთს ძლიერ სა­ხელმწი­ფოთა ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიები და ეკო­ნომიკური ინტერესები დაეჯახნენ. ამასთან მას დღემდე ყუ­რადღებას არ აქცევდნენ როგორც პოლი­ტიკოსები, ისე მასიური ინფორმაციის საშუალებები. მის გარშემო კონფლიქტში ჩათრე­ული მცირერიცხოვა­ნი ხალხები კი საკმაოდ მძლავრი და მე­ტისმეტად ამ­ბიციური მეზობლის - რუსეთის ამარად დატოვეს.

უკვე ორ ათასწლეულზე მეტია, სამხრეთ კავკასიის რეგი­ონი ერთმანეთის მონაცვლე დიდ ძლიერ სახელ­მწიფოთა შეჯა­ხების არენაა. ეს მხარე უეჭველად მიმ­ზიდველია თავისი სა­სურველი ჰავითა და ბუნებრივი რესურსებით. მაგრამ, ამის გარდა, თავისი გეოგრაფიუ­ლი მდებარეობის წყალობით სამ­ხრეთ კავკასიის ქვეყ­ნები ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში სტრატეგი­ულ მნიშვნელობას იძენდნენ სხვადასხვა გარეშე ძა­ლე­ბისთვის, რომლებიც მათზე ნებისმიერ ფასად სტაბი­ლური კონტროლის დამყარებას ესწრაფოდნენ.

დღეს სამხრეთ კავკასიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა სტრა­ტეგიული მნიშვნელობა როგორც ბუნებრივმა დერეფანმა, რო

bottom of page