აფხაზეთი და სოჭი, კონფლიქტის ფესვები, 1918-1921
Copyright © 2016 by Andrew Andersen
All rights reserved.
Eaglehead Publishing.
ISBN: 978-1540592101
No part of this book may be reproduced or transmitted in any form or by any means; graphic, electronic, or mechanical, including photocopying, recording, taping, or by any information storage retrieval system, without the written permission of the publisher/author.
ინგლისურიდან თარგმნა მერი ბიწაძემ
რუკები: ენდრიუ ანდერსენი და გიორგი ფარცხალაძე
ფოტოები წარმოადგინეს: კატი ალბერტსმა, ირინა ამილახვარმა, იური ჩიქოვანმა, პაატა ქურდოვანიძემ, იგორ სტეპანოვმა და ლევან ურუშაძემ
გადახდის შემდეგ მიიღებთ თქვენს პაროლს
წიგნის ხელმისაწვდომობა
ეძღვნება ჩემს მშობლებს
და თომას კ. ლარკინს
შესავალი
„რატომ მაინცდამაინც აფხაზეთი?“ - შეიძლება გაკვირვებით იკითხოს ჩვენმა მკითხველმა. რით დაიმსახურა ამ ერთი ციცქნა ანკლავმა სამხრეთ კავკასიის განაპირას ასეთი ყურადღება მისი ისტორიის შესწავლისადმი იმ დროში, როცა ჰორიზონტზე გლობალური კონფლიქტების ღრუბლები ჩამოწვნენ? პასუხი მარტივი და პირდაპირია: აფხაზეთი ერთ-ერთი იმ ცხელ წერტილთაგანია, სადაც ერთმანეთს ძლიერ სახელმწიფოთა ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიები და ეკონომიკური ინტერესები დაეჯახნენ. ამასთან მას დღემდე ყურადღებას არ აქცევდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე მასიური ინფორმაციის საშუალებები. მის გარშემო კონფლიქტში ჩათრეული მცირერიცხოვანი ხალხები კი საკმაოდ მძლავრი და მეტისმეტად ამბიციური მეზობლის - რუსეთის ამარად დატოვეს.
უკვე ორ ათასწლეულზე მეტია, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ერთმანეთის მონაცვლე დიდ ძლიერ სახელმწიფოთა შეჯახების არენაა. ეს მხარე უეჭველად მიმზიდველია თავისი სასურველი ჰავითა და ბუნებრივი რესურსებით. მაგრამ, ამის გარდა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენდნენ სხვადასხვა გარეშე ძალებისთვის, რომლებიც მათზე ნებისმიერ ფასად სტაბილური კონტროლის დამყარებას ესწრაფოდნენ.
დღეს სამხრეთ კავკასიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც ბუნებრივმა დერეფანმა, რო